32 საარტილერიო სისტემა, 847 დრონი, 1000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 234 040 (1 020) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.01.26-მდე: ტანკები – 11 605 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 950 (+1), საარტილერიო სისტემები – 36 612 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 624 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 286 (+3), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 114 896 (+847), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+15).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 75 759 (+115), სპეციალური ტექნიკა – 4 050 (+0).





