Logo

33 დრონი, 1 300 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
748
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 342800 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.12.2023-მდე: ტანკები – 5692 (+10), ჯავშანტექნიკა – 10616 (+22), საარტილერიო სისტემები – 8088 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 920 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 605 (+0), თვითმფრინავები – 324 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6206 (+33), ფრთოსანი რაკეტები – 1606 (+10).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10675 (+13), სპეციალური ტექნიკა – 1185 (+9).

Advertisement