37 დრონი, 61 საარტილერიო სისტემა, 800-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 378 660 (+840) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.01.24-მდე: ტანკები – 6227 (+13), ჯავშანტექნიკა – 11 579 (+31), საარტილერიო სისტემები – 9008 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 971 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 659 (+2), თვითმფრინავები – 331 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6998 (+37), ფრთოსანი რაკეტები – 1842 (+22).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12 005 (+49), სპეციალური ტექნიკა – 1416 (+7).





