Logo

38 624 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 5 798 მკურნალობს

საზოგადოება
1007
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 493, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 207, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი – 137, მცხეთა-მთიანეთი – 81, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 317, აჭარაში – 497, იმერეთში – 1 236. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 577, აჭარაში – 118, იმერეთში – 437. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი,  მათგან თბილისში – 172 აჭარაში – 30, იმერეთში – 32.

 

1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 263 – აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები