Logo

39 საარტილერიო სისტემა, 256 დრონი, 900-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
373
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 087 180 (+960) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.09.25-მდე: ტანკები – 11 161 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 243 (+0), საარტილერიო სისტემები – 32 474 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1480 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1217 (+1), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 56 523 (+256), ფრთოსანი რაკეტები – 3 686 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 60 950 (+119), სპეციალური ტექნიკა – 3957 (+1).

 

Advertisement