
ავტორი
Front News საქართველო
4 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმაზე იმსჯელებენ, – ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობები “ტალღა” და “ჯიუტი” სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“3 აპრილს საქართველოს პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – “კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”.
4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს.
ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება.
გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს