Logo

4 აპრილს პროკურატურასთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

საზოგადოება
1092
Frontnews image description

გოგი წულაიას მხარდასაჭერად მორიგი აქცია დაანონსდა. აქცია 4 აპრილს, ორთაჭალაში, პროკურატურასთან გაიმართება. მოქალაქეები პოლიტიკოსის მხარდასაჭერად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავლენ.

"გოგი წულაიას თავისუფლებისთვის" – ამ ლოზუნგით აქცია გუშინ გლდანის ციხესთან გაიმართა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან. წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
 

თაგები:

Advertisement