Logo

4 ათასზე მეტი დრონი და 248 ათასზე მეტი ოკუპანტი ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
04.08.2023 / 09:38
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 248490 (+640) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 04.08.2023-მდე: ტანკები – 4228 (+4), ჯავშანტექნიკა – 8249 (+15), საარტილერიო სისტემები – 4911 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 704 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 466 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 311 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4104 (+27), ფრთოსანი რაკეტები – 1347 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7392 (+20), სპეციალური ტექნიკა – 724 (+3).

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები