Logo

4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით უკვე 46 პირია დაკავებული

სამართალი
223
Frontnews image description

შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით უკვე 46 პირია დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც  4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი  - გ.ქ. დააკავეს. პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.

სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement