
ავტორი
Front News საქართველო
სამტრედიაში, მარტვილში, საგარეჯოსა და ქობულეთში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და მის გადასარჩენად უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ პროტესტი ქვეყნის ყველა ქალაქს და რაიონს მოიცავს, საბოლოოდ კი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.
“ეს აქციები, ასევე ყველა პროცესი, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მორიგი აქცია ხვალ, 15:00 საათზე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს