
ავტორი
Front News საქართველო
4 წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გორში აქციას მართავს. გორის ადმინისტრაციული შენობის წინ ოჯახის აქციას თანასოფლელებიც შეურთდნენ.
მათი განცხადებით, 18 წლის ახალგაზრდა მოკლულია და ფაქტი ავტოსაგზაო შემთხვევად არის გასაღებული.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დანაშაულთან დაკავშირებით სხვა პირია დაკავებული, რომლისგაც აღიარება, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მიიღეს. თორნიკე მერებაშვილის მამის მერაბ მერებაშვილის განცხადებით, მკვლელებს ხელს ხელისუფლების წარმომადგენლები აფარებენ.
“უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ქოცებმა არ იყარონ კენჭი, ამათ კარგი არ გაუკეთებია 10 წლის განმავლობაში, არც გააკეთებენ, ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. ესენი არიან ხალხზე გამარჯვებული პარტია, არც დაუწყიათ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, ხელს აფარებენ მკვლელებს“, – განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს