Logo

40 747 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 138 მკურნალობს

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 216, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 98, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 65, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც: 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 314.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი,  მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 37, იმერეთში – 31.

 

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 – თბილისში, 261 – აჭარაში.

 

33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები