Logo

40-მდე დაუვიწყარი კონცერტი და თაკარას შთამბეჭდავი ემოციები - "საქართველოს ბანკი" ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორი

საზოგადოება
129
Frontnews image description

ახალი პროგრამა, ექსპერიმენტული და განახლებული ქორეოგრაფია - ეს თაკარას ღია სცენაა, სადაც სეზონის განმავლობაში 40-მდე კონცერტი გაიმართა.

წელს, სუხიშვილების ანსამბლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თაკარას სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარი თანამედროვე ელემენტებითა და განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით. მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიგრძნო სუხიშვილების და ქართული ცეკვის ენერგია და ჟინი, რომელიც არ ჩერდება. 

სწორედ ამიტომ, მაყურებელთა დიდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ანსამბლმა სექტემბერში დამატებით გამართა ღონისძიებები. 

ახლა, კი როცა სეზონი დასრულებულია, უნდა დაველოდოთ 2026 წლის ახალი სეზონის გახსნას, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება. თაკარა ხომ ის სივრცეა, სადაც ინოვაცია, ექსპერიმენტები და ტრადიცია ერთმანეთს ხვდება. 

საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.


(R)

Advertisement