400-ზე მეტი საფლავი – სევეროდონეცკში ახალი სასაფლაო გაჩნდა

ავტორი
Front News საქართველო
ლუგანსკის რეგიონის რეგიონალურ ცენტრში, სრულმასშტაბიანი ომის 52 დღის განმავლობაში ახალი სასაფლაო გამოჩნდა.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს.
გაიდაის ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 20,000 მცხოვრები ჯერ კიდევ რჩება.





