Logo

41 დრონი, 47 საარტილერიო სისტემა, 450 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
918
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 279890 (+450) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 04.10.2023-მდე: ტანკები – 4745 (+13), ჯავშანტექნიკა – 9026 (+18), საარტილერიო სისტემები – 6612 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 802 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 540 (+0), თვითმფრინავები – 316 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5121 (+41), ფრთოსანი რაკეტები – 1530 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 8962 (+30), სპეციალური ტექნიკა – 946 (+3).

 

Advertisement