41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმიური სწავლება ჩაატარა


ავტორი
Front News საქართველო
41-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა. გეგმიური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს.
ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა.
სწავლების სცენარის მიხედვით სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევაზე რეაგირება განახორციელეს. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა.
ქვედანაყოფმა გეგმიური სწავლება წარმატებულად ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს