43 დრონი, 53 საარტილერიო სისტემა, 800-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 423 160 (+850) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.03.24-მდე: ტანკები – 6712 (+6), ჯავშანტექნიკა – 12 823 (+25), საარტილერიო სისტემები – 10 428 (+53), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1012 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 707 (+3), თვითმფრინავები – 347 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 8041 (+43), ფრთოსანი რაკეტები – 1919 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 13 683 (+85), სპეციალური ტექნიკა – 1666 (+10).
