43 საარტილერიო სისტემა, 1 100 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 315 070 (+1 100) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.04.26-მდე: ტანკები – 11 866 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 391 (+1), საარტილერიო სისტემები – 40 046 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 738 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 347 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 240 598 (+1 357), ფრთოსანი რაკეტები – 4 537 (+20).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 89 761 (+208), სპეციალური ტექნიკა – 4 126 (+1).





