43 საარტილერიო სისტემა, 256 დრონი, 1090 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 044 250 (+1090) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.07.25-მდე: ტანკები – 11 038 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 035 (+7), საარტილერიო სისტემები – 30 680 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1445 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1191 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 47 437 (+256), ფრთოსანი რაკეტები – 3533 (+18).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55 953 (+94), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+1).
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 140 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ყველაზე აქტიური ბრძოლები კვლავ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს