Logo

430 ოკუპანტი, 23 დრონი, 2 ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1490
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 99 230 (+430) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.12-მდე: ტანკები – 2 995 (+7), ჯავშანტექნიკა – 5 974 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 960 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 410 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+1), თვითმფრინავი – 281 (+0), ვერტმფრენები – 266 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1680 (+23), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4599 (+7), სპეციალური ტექნიკა – 177 (+2).

Advertisement