44 808 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6455 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 83, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 66, მცხეთა-მთიანეთი – 36, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც:
6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 534, იმერეთში – 1 332.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 104, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.
1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 257 – აჭარაში.
37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




