45 967 კოვიდინფიცირებულიდან 6 164 საავადმყოფოებში მკურნალობს, 38 629 – საცხოვრებელ ბინაზე

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 187, იმერეთი – 558, ქვემო ქართლი – 182, შიდა ქართლი – 251, გურია – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 117, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც:
• 6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 422, აჭარაში – 516, იმერეთში – 1 307.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში – 608, აჭარაში – 122, იმერეთში – 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში – 182, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.
• 1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 742 – თბილისში, 255 – აჭარაში.
• 38 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




