Logo

470 ოკუპანტი და 38 საარტილერიო სისტემა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
754
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 278 130 (+470) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.09.2023-მდე: ტანკები – 4691 (+4), ჯავშანტექნიკა – 8984 (+12), საარტილერიო სისტემები – 6447 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 796 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 537 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5006 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 1529 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 8854 (+18), სპეციალური ტექნიკა – 932 (+2).

Advertisement