48 757 კოვიდინფიცირებულიდან 6 166 საავადმყოფოებში მკურნალობს, მძიმე პაციენტია 1 549

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 132, იმერეთში – 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33.
1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 – თბილისში, 222 – აჭარაში.
41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




