48 763 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 330 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271, კახეთი – 427, მცხეთა-მთიანეთი – 78, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 518, იმერეთში – 1 347.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 575, აჭარაში – 132, იმერეთში – 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 41, იმერეთში – 31.
1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 – თბილისში, 182 – აჭარაში. 41 374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




