Logo

48 951 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 515 მკურნალობს

საზოგადოება
1505
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 225, შიდა ქართლი – 354, გურია – 137, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333, კახეთი – 257, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 601, აჭარაში – 519, იმერეთში – 1 394. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 40, იმერეთში – 39. 

 

1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 255 – აჭარაში. 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები