Logo

49 468 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 271 მკურნალობს

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია  1 502 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 732, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 279, გურია – 113, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 523, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 500, იმერეთში – 1 323. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 128, იმერეთში – 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი,  მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 36, იმერეთში – 30. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 752 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები