5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 885 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა ქართლი – 428, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 530, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც: 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 553, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 132, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში – 186, აჭარაში – 40, იმერეთში – 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 232 – აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




