5-7 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.
7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
ქ. თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 7 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


