“5%-იანი ბარიერი დღევანდელ ვითარებაში მოგვცემდა სრულიად განსხვავებულ სურათს, სადაც მე საერთოდ არ ვიქნებოდი აქტუალური”

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციასთან ერთად ბოიკოტირების პროცეში როცა შევედით, მაშინ დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და მთავარი არგუმენტი იყო გაყალბებული არჩევნების გამო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რაც თანდათანობით, პროცესში, იდეაში არ დადასტურდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოების და შუამავალი ელჩების დასარწმუნებლად გაყალბების დამადასტურებელი საკმარისი ხარისხის მტკიცებულებები ვერ შეაგროვეს.
ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ტელევიზიების მიღმა იტყვის, რა არის მართალი, რა – არა და ამას ვინმე დაუჯერებს“.
„რაღაც თვალსაზრისით, ჩვენი პოზიცია ევოლუციას განიცდიდა. როდესაც ჩვენ შევედით ოპოზიციასთან ერთად ბოიკოტირების პროცესში, მაშინ დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და მთავარი არგუმენტი იყო გაყალბებული არჩევნების გამო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რაც თანდათანობით, პროცესში, იდეაში არ დადასტურდა. არ დადასტურდა იმის გამო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაყალბების დადასტურების ნაწილში თავად ვერ შეაგროვეს ისეთი ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ საზოგადოება სრულად დაერწმუნებინათ. რაც მთავარია, დაერწმუნებინათ შუამავალი ელჩები პირველი მოლაპარაკებების დროს და როდესაც უკვე გამოქვეყნდა საბოლოო ანგარიშები ოდირს, „აირაის“ და ა.შ. ფაქტობრივად ნათელი გახდა, რომ მთელი ეს პრეტენზია, რომლითაც დაიწყო პროცესი, რაღაც თვალსაზრისით ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამაზე თვალების დახუჭვასავით ხდება. რაში არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა? მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ მართალია, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ტელევიზიების მიღმა იტყვის, რა არის მართალი და რა – არა და ამას ვინმე დაუჯერებს. ვსაუბრობ სასამართლო სისტემაზე, რომლის გაუმართაობის და უნდობლობის გამო შეიქმნა ის პრობლება, როცა გვჭირდება შუამავლები. შუამავლები ჩვენთვის ფაქტობრივად ასრულებენ სასამართლოს ფუნქციას, ვგულისხმობ დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეებისთვის. შუამავლების თანდასწრებით მაგიდაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ფაქტობრივად გადაიქცა ორთაბრძოლის არეალად. არა მოლაპარაკებების, არამედ მაგიდაზე მოგების მსურველი მხარეების არეალად, რამაც წარმოშვა კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით. „ქართული ოცნება“ ამ კრიზისის და ბრძოლის გამო, რომელიც გამართულია მასსა და მთავარ ოპონენტს შორის, ფაქტობრივად ქვეყანას ტოვებს კრიზისში, პარლამენტს იმ არასრულფასოვანი ფორმით, რომელშიც დღეს არის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ თქვათ, ამ პარტიასთან თანამშრომლობა, პარლამენტში შესვლა ღირს“, – მეგრელიშვილი პასუხობს, რომ უნდა დათმოს ისეთი რამ, რომელიც დააჯერებთ, რომ „ოცნებას“ მუდმივად ხელისუფლებაში დარჩენა არ სურს.
„გულწრფელად უნდა დაგვაჯეროს, რომ ამ პარტიას არ სურს ხელისუფლების უზურპაცია, ანუ უნდა დათმოს რამე ისეთი მექანიზმნი, სასამართლოს ვერ დათმობს, ტექნიკურად რთული საკითხია, რაც უნდა დაგვპირდნენ, ვერ დავიჯერებთ ამას, მაგრამ ისეთი რამე უნდა დათმოს, რომელიც დაგვაჯერებს, რომ ამ პარტიას არ უნდა, მუდმივად ხელისუფლებაში დარჩეს უსამართლოდ. ჩემთვის უსამართლობა არის ის კონსტიტუციური საარჩევნო წესრიგი, რომელიც გველოდება უახლოეს მომავალში. მაგალითად, 5-პროცენტიანი ბარიერი ჩემთვის არის ძალიან უსამართლო დაბრკოლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. 5-პროცენტიანი ბარიერი დღევანდელ ვითარებაში მოგვცემდა სრულიად განსხვავებულ სურათს, სადაც მე საერთოდ არ ვიქნებოდი აქტუალური“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


