5 ივლისის საქმეზე ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილის წარმოება შეწყდა


ავტორი
Front News საქართველო
5 ივლისის საქმეზე ადმინისტრაციულ საქმეთა ნაწილის წარმოება შეწყდა. საუბარია ძალადობრივი ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ადვოკატ ანა ჟღენტის თქმით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს მიეცათ საშუალება დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა, მათ მიმართ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეები შეწყდა.
ადმინისტრაციული წარმოება 100-ზე მეტ პირზე იყო დაწყებული, მათ ნაწილს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მიზეზი პოლიციელთთა მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების წარუდგენლობა იყო, თუმცა ძალადობის ფაქტები კამერების წინ ფიქსირდებოდა.
5 ივნისის საქმეზე რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. საქმის განხილვა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს