5 ივლისს დაშავებული ოპერატორი ილია თვალიაშვილი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელიც 5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა, ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მას თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები აქვს.
“მომართა კავკასიის მედიცინის ცენტრს გეგმიურად, ამბულატორიულ კონსულტაციაზე თავის ტკივილით. ამჟამად, პაციენტი თავს გრძნობს კარგად, არის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მოხდა მისი დაკვირვება შემდგომი ლაბორატორიული, დიაგნოზტიკური გამოკვლევების განხორციელება სტაციონალური დაკვირვების ქვეშ”- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.
ილია თვალიაშვილი კლინიკიდან გაწერილი იყო, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თაგები:
მედია

ოპერატორი ილია თვალიაშვილი – 5 ივლისის შემდეგ სათვალის გარეშე ვერ ვხედავ, ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში, სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს

საია – 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის

საია – 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული