Logo

5 ტანკი, 13 ჯავშანტექნიკა და 1000 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
644
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 142 270 (+1010) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 18.02.2023-მდე: ტანკები – 3 303 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 533 (+13), საარტილერიო სისტემები – 2 326 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 469 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 243 (+2), თვითმფრინავი – 298 (+0), ვერტმფრენები – 287 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2016 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 871 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 196 (+9), სპეციალური ტექნიკა – 223 (+2). 

Advertisement