Logo

500 ჯარისკაცი და ათობით სამხედრო ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1088
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 64 300 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.10-მდე:  ტანკები – 2 521 (+10), ჯავშანტექნიკა – 5 172 (+5), საარტილერიო სისტემები – 1566 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 362 (+5).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 186 (+3), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 240 (+6), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1199 (+17), ფრთოსანი რაკეტები – 316 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 944 (+9), სპეციალური ტექნიკა – 142 (+2). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

Advertisement