500-მდე ოკუპანტი, 40 საარტილერიო სისტემა, 38 რაკეტა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 274 950 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.09.2023-მდე: ტანკები – 4644 (+6), ჯავშანტექნიკა – 8891 (+8), საარტილერიო სისტემები – 6177 (+40), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 785 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 528 (+0), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4858 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 1517 (+38).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 8690 (+20), სპეციალური ტექნიკა – 912 (+1).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ წინსვლას ორი მიმართულებით. თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტის, მარინკის, ზაპოროჟიესა და შახტარის მიმართულებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 სამხედრო შეტაკება მოხდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს