Logo

51 382 კოვიდინფიცირებულიდან 6 916 საავადმყოფოებში მკურნალობს, მძიმე პაციენტია 1 678

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 677, აჭარაში – 587, იმერეთში – 1 475. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 638, აჭარაში – 129, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი,  მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში.

 

43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები