Logo

51 723 კოვიდინფიცირებულიდან 6 490 საავადმყოფოებში მკურნალობს, 44 060 – საცხოვრებელ ბინაზე

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 715, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 412, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი -334, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 110, სამცხე-ჯავახეთი – 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723 საიდანაც:

 

• 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 540, იმერეთში – 1 365.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 619, აჭარაში – 126, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი,  მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

 

• 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 227 – აჭარაში.

 

• 44  060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები