
ავტორი
Front News საქართველო
51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც 2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატური თანამშრომლობის ფაქტები უნდა შეისწავლოს.
შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს