Logo

51 საარტილერიო სისტემა, 1130 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
127
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 035 060 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.07.25-მდე: ტანკები – 11 019 (+3), ჯავშანტექნიკა – 22 987 (+4), საარტილერიო სისტემები – 30 294 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1438 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1194 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 45 635 (+124), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55 025 (+102), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+3). 

Advertisement