52-ე საარტილერიო ბატალიონის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონი და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მონაწილეობდა.
წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი ბატალიონის დაგეგმარებისა და საბრძოლო ელემენტების შეფასებას დაეთმო, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლების დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დააკვირდნენ.
თაგები:
სწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს