Logo

52 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალი
09.10.2022 / 16:31
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

Advertisement