53 329 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 500 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა – 330, იმერეთი – 213, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 98, გურია – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 872, აჭარაში – 611, იმერეთში – 856.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 122, იმერეთში – 256.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 45, იმერეთში – 26.
2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 – თბილისში, 593 – აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




