53 536 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 808 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა – 203, იმერეთი – 1 160, ქვემო ქართლი – 357, შიდა ქართლი – 511, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 442, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 197, სამცხე-ჯავახეთი – 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 664, აჭარაში – 575, იმერეთში – 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 124, იმერეთში – 516. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 39, იმერეთში – 30.
1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 – თბილისში, 278 – აჭარაში. 45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




