Logo

530 ჯარისკაცი და 11 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1243
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 65 850 (+530) ჯარისკაცი დაკარგა.         

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.10-მდე:  ტანკები – 2 548 (+11), ჯავშანტექნიკა – 5 219 (+14), საარტილერიო სისტემები – 1622 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 372 (+6).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 188 (+1), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 242 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1276 (+35), ფრთოსანი რაკეტები – 318 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 985 (+16), სპეციალური ტექნიკა – 144 (+0). 

Advertisement