530 ოკუპანტი, 16 ტანკი და 1 ვერტმფრენი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 59 510 (+530) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.10-მდე: ტანკები – 2 354 (+16), ჯავშანტექნიკა – 4 949 (+17), საარტილერიო სისტემები – 1397 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 336 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 176 (+0), თვითმფრინავი – 264 (+0), ვერტმფრენები – 226 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1009 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 768 (+17), სპეციალური ტექნიკა – 131 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.





