Logo

54 203 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 707 ადამიანი მკურნალობს

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 1 045, ქვემო ქართლი – 396, შიდა ქართლი – 429, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 384, კახეთი – 488, მცხეთა-მთიანეთი – 144, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57. 

 

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 203 საიდანაც: 

 

• 6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 577, აჭარაში – 559, იმერეთში – 1 448.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში – 624, აჭარაში – 125, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი,  მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

 

• 1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 276 – აჭარაში.

 

• 46 183 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 3.

 

• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 963  ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები