55 304 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 6 864 ადამიანი მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა – 133, იმერეთი – 711, ქვემო ქართლი – 362, შიდა ქართლი – 423, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311, კახეთი – 448, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც: 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 604, იმერეთში – 1 448.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში – 643, აჭარაში – 124, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 36, იმერეთში – 29.
1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 – თბილისში, 286 – აჭარაში.
47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




