56 164 კოვიდინფიცირებულიდან 6 856 საავადმყოფოებში მკურნალობს, მძიმე პაციენტია – 1 657

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 868, ქვემო ქართლი – 321, შიდა ქართლი – 431, გურია – 91, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 283, კახეთი – 314, მცხეთა-მთიანეთი – 115, სამცხე-ჯავახეთი – 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც: 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 660, აჭარაში – 612, იმერეთში – 1 430.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში – 636, აჭარაში – 127, იმერეთში – 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 36, იმერეთში – 31. 1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 – თბილისში, 269 – აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




