Logo

560 ოკუპანტი, 31 დრონი და საჰაერო თავდაცვის სისტემა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1375
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 265 680 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 05.09.2023-მდე: ტანკები – 4489 (+9), ჯავშანტექნიკა – 8670 (+7), საარტილერიო სისტემები – 5649 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 747 (+6).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 504 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4512 (+31), ფრთოსანი რაკეტები – 1447 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 19 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  8175 (+26), სპეციალური ტექნიკა – 851 (+4).

Advertisement