Logo

58 საარტილერიო სისტემა, 1200-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
16.06.2024 / 11:06
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 526 310 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.06.24-მდე: ტანკები – 7956 (+0), ჯავშანტექნიკა – 15269 (+6), საარტილერიო სისტემები – 13 913 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1104 (+1).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 853 (+0), თვითმფრინავები – 359 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11 159 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 2296 (+3).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 18 967 (+56), სპეციალური ტექნიკა –  2325 (+3). 

Advertisement